1.პრექტის სახელწოდება:ტრეფიკინგი-მონობის თანამედროვე ფორმა
2.პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით:მოსწავლეები გაიაზრებენ თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ ტრეფიკინგის სახით და როგორ შეიძლება აიცილონ იგი თავიდან.საჭიროების შემთხვევაში კი ვის და როგორ მიმართონ დახმარებისათვის.
3.პროექტის აქტუალობა:შემაშფოთებელია ადმიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის ) დანაშაულის მასშტაბები და დაუნდობელი ფორმები კიდევ უფრო იმიტომაც,რომ მისი მსხვერპლი შეიძლება ბავშვი გახდეს. მხოლოდ ინფორმირებული.,საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი მოზარდი შეძლებს ,გააცნობიეროს ის რეალობა რაც შეიძლება ტრეფიკინგს მოჰყვეს.
4.პროექტის მიზნები:ამაღლდეს მოსწავლეთა ცოდნა ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის)შესახებ,იცოდნენ ის საერთაშორისო დოკუმენტები და საქართველოში შემუშავებული საკანონმდებლო აქტები რომელიც მიმართულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ,შეძლონ უკანონო მიგრაციით გამოწვეული რისკების შეფასება და ალტერნატიული გზების დასახვა.
5.მონაწილეთა ასაკი:14,15,16 წლის.მე-9,მე-10 კლასის მოსწავლეები.
6.ვადები/ ხანგრძლივობა:15.10.-30.10.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ,სკოლაში მოეწყობა მოცემულ თემაზე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა,დამზადდება საინფორმაციო ბუკლეტები, პლაკატები,ალბომი სადაც განთავსდება მოსწავლეების მიერ დაწერილი ლექსები, თხზულებები.
8.რესურსები:თაბახის ფურცლები,მარკერები,საცნობარო ლიტერატურა,ინტერნეტი,პროექტორი,ფოტოაპარატი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში დასაცნობარო ლიტერატურაში ტრეფიკინგის შესახებ.გაეცნობიან ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანების რეალურ ისტორიებს,აიღებენ მათგან ინტერვიუს,ჩაატარებენ კვლევას თუ რამდენად არის ინფორმირებული საზოგადოება და მოსწავლეები ტრეფიკინგის შესახებ.დიაგრამაზე წლების მიხედვით წარმოადგენენ ტრეფიკინგის მასშტაბებს საქართველოში.მოაწყობენ ჩატარებული სამუშაოს პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეების, მასწავლრბლების,მათი მშობლებისათვის.მოისმენენ კომპეტენტური პირისაგან ლექციას მოცემულ თემაზე. მოსწავლეები მოაწყობენ ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულ აქციას,წარმოადგენენ თავიანთ დამოკიდებულებას ტრეფიკინგის მიმართ თხზულების, ნახატის,პლაკატის,ლექსის ან სხვა სახით.გამოუშვებენ კედლის გაზეთს ,შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ.მოსწავლეები მოამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს უკანონო მიგრაციით გამოწვეული რისკების შესახებ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ამ რისკების თავიდან აცილება.ნახავენ ამ თემაზე გადაღებულ ფილმს.
იხ.შეფასების რუბრიკა.
10.საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული-განუვითარდებათ წერის,მეტყველების,კითხვის უნარები.
ისტორია-კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, დასკვნების გამოტანის, არგუმენტირებული მსჯელობის,შედარების(შეადარებენ საქართველოს ისტორიულ
წარსულს,როცა დამპყრობლებს უამრავი ადამიანი გაჰყავდათ საქართველოდან და მონებად ჰყიდდნენ დადღევანდელობას-როცა ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან ძირითადად მძიმე სოციალური მდგომარეობის არასწორად ინფორმირებულობის გამო)
ხელოვნება-წარმოსახვის,ხატვის უნარი.
სამართალი-გაეცნობიან იმ ძირითად დოკუმენტებს,სადაც საუბარია ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე და იმ სამართლებრივ აქტებს,რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ფორმებს ამ მძიმე დანაშაულისათვის.
მოქ.X.2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მანანა ბოყოველი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mananabokoveli2014@gmail.com
No comments:
Post a Comment